|
2023-12-14 13:22:41, 630 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ
ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "უპრინციპოებისა და უთავმოყვარეო ხელმოცარულების მხარეს გადავიდა". "ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს იმიტომ, რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა - პუფები, ხელმოცარულები - ზოგი ერთამენეთს აგინებდა, სამარცხვინო იყო. პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში - ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ",- ამბობს ზარქუა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)