11:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 11:46:48, 707 ნახვა

პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თამაზ გინტურის მკვლელობა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წინა შეხვედრიდან დღემდე, რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ საქართველოს 5 მოქალაქე იქნა დაკავებული.

"შეხვედრებს შორის პერიოდში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე, რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას დაფიქსირებულ იქნა 5 ფაქტი, ბორდერიზაცია განხორციელდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე სოფლებში. თითოეულ ამ ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი და დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია", - განაცხადა ანთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics