|
2023-12-06 14:29:15, 624 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,- ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას. თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსვლის რესურსი აქვს. „ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მივესალმებით. სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის თემას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვერავინ და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. შეიძლება, ბევრი საეჭვო დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობთ და მე ბევრჯერ მითქვამს, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც აქვს დღეს. მე გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)