16:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 15:07:57, 624 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე და კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც იყო

"ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე მოძალადე და კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესები არა შინაარსობრივი, არამედ არითმეტიკული მნიშვნელობის მატარებელია. 

"ამ პროცესს "ნაციონალურ მოძრაობაში" არა შინაარსობრივი, არამედ არითმეტიკული მნიშვნელობა აქვს. აქ არ არის დავა ღირებულებებზე. "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე მოძალადე პარტიად რჩება, როგორიც იყო; "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც ის იყო თავიდანვე; "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი რჩება, როგორც იყო მიუხედავად იმისა, როგორ გაიყოფიან.

ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. აქამდე, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვითომ გამოეყო, მერე ისევ შეუერთდნენ. გამოეყო "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "დროა", "ლელოს" ნაწილი - ბევრი ვინც გამოეყო, ეს ხომ ფარსია სინამდვილეში. ღირებულებებით არიან ისინი ერთნი... არჩევნებზე საზოგადოება კიდევ ერთხელ მიუჩენს ადგილს ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს",- თქვა შალვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics