|
2023-12-02 16:13:16, 582 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია პრეზიდენტის განცხადებაზე - ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას
გული მწყდება, მე მის გაპრეზიდენტებაზე მაქვს ამაგი, მთელს პარტიას გვაქვს, მაგრამ მათ შორის, მე - განსაკუთრებული. ვერ ვიჯერებ, როდესაც ასეთ განცხადებებს ვუსმენ, იმიტომ რომ, როდესაც სულ რაღაც ორ კვირაზე ცოტა ნაკლებში, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სულ რომ ქვეყანა ფეხქვეშ ეწვოდეს, ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ სამშობლოზე და რომელსაც მართლაც სურს, საკუთარი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, პირში წყალს ჩაიგუბებდა და არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა სტატუსის მონიჭებამდე, მერე, რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ხალხს უჭირს, იპოვოს სამართალი. ოდიშარიას თქმით, მსგავსი სახის განცხადებებით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, პოლიტიკოსების რეიტინგის და ნდობის დაკარგვით მთავრდება. "ყველაფერი შეიძლება დააბრალო "ქართულ ოცნებას", ენა მოიტეხეს უკვე, ხალხი იცინის პრორუსულს რომ იძახიან, დასცინის, იმდენად უნიჭოები არიან, "პრორუსულის" გარდა სხვა ვერაფერი მოიგონეს. ერთმანეთს ბოლშევიკებს ეძახიან და ჩვენ პრორუსებს. "ქართულ ოცნებას" რომ ის დააბრალო, აქ სამართალი არ არის , ქუჩაში ხალხს ხომ არ ვკლავთ და ხომ არ დავდევთ? მიტინგების მერე, ჯიხურების თავზე ვითომ დენმა დაარტყა ხომ არ ვიძახით? ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას. ძალიან კი არ მსურდა რომ ეს ქალბატონ სალომეს დამართოდა, მაგრამ იმართებს და რა ვუშველოთ, არ ვიცი, მაშველი რგოლი არ მაქვს ასეთი", - განაცხადა ოდიშარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)