16:11 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 16:03:58, 568 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე - ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი

სასაცილოა. როგორც ზეთი და წყალი არ აირევა არასდროს ერთმანეთში, ისე თუ არ დაავალეს გარედან, თუ წნეხი არ შეიქმნა მათ თავს, ხაზარაძე და გახარია ერთად ვერასდროს მოძოვენ პოლიტიკურ ველზე იმიტომ, რომ დეკლარირებულად სძულს ამ ორ პარტიას ერთმანეთი, წარსული გამოცდილება აქვთ მტრული, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ოდოშარიასთქმით, ვინც არ უნდა გაერთიანდეს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაფერი გამოვა. 

„თუ უბრალოდ უნდათ, რომ ვიღაცასთან გაერთიანდნენ ერთ კაციანი პარტიების მეტი რა არის საქართველოში. მგონი 220 პარტიაა რეგისტრირებული და შეუძლიათ თითო თითო ყველა პარტიიდან წაიყვანონ ადამიანი. ერთსაც და მეორესაც ფული საკმაოდ აქვს და დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ასეთ პარტიებში თითო ადამიანი მაინც, რომელიც დიდი სიამოვნებით წურბელასავით მიეწებება ამ უზარმაზარ შესაძლებლობას და ფულის ტომარას. დანარჩენ შემთხვევაში გაერთიანება უნდა მოხდეს იდეოლოგიური. რაღაცისადმი უნდა იყოთ ერთად მიდრეკილი და ადამიანებს აქვთ თავიანთი მიზნები, ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი, სხვა არაფრის სურვილი აქვთ და რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. გაერთიანდებიან, დაიშლებიან. საქართველო ვერ მოიგებს ამით. ამიტომ, ვინც გაერთიანებული ვართ პროცესიც ევროპულად მიდის „ქართულ ოცნებაში“. აკვირდებით ხომ როგორ ვითარდება, ჩვენთან თავმჯდომარე თუ წავა, მეორეს ვირჩევთ დემოკრატიულად. როცა ხედავს საზოგადოება, რომ მშვიდი, წყნარი, მართლაც დემოკრატიული ორგანიზმია „ქართული ოცნება“, ვინც არ უნდა გაერთიანდეს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ჯინაზე, არაფერი გამოვა, ის დრო დამთავრდა. ძალიან გაიზარდა ქართველი ამომრჩეველი და პრაგმატულ სარგებელს ეძებს, რაც არის ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა პირველ რიგში. აბა ამათი მიშვება იქნება? მოსიარულე ასანთები არიან და როგორც ასანთის და აალებადი ნივთიერების გაკარება არ შეიძლება, ისე ამათი გაკარება არ შეიძლება ძალაუფლებასთან“, - განაცხადა ოდიშარიამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი