|
2023-12-02 15:44:19, 649 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი სახდეპის ანგარიშზე - შეფასება განპირობებულია იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების პროფესიონალებს გააჩნიათ
უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს ტერორიზმის შესახებ, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული. ვოლსკის თქმით, ისინი იცავენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, მოქმედებენ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით. „ის უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომელიც ამ მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, ჩვენი სახელმწიფო სტრიქტურები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს ინტენსიურად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)