|
2023-12-02 15:22:06, 653 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპი - საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ
აშშ-ის სახდეპი - საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია განხილული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მთავრობას საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებით დასახმარებლად თხოვნით მიმართა. „იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ... სასაზღვრო პოლიცია პატრულირების გზით აკონტროლებს საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია - არაადეკვატურია მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად. რის შედეგადაც, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალ სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთები ვერ იქნება დაცული ზამთრის თვეებში, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღია მდგომარეობაში ტოვებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)