|
2023-11-19 00:03:01, 824 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას
იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. „მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



