|
2023-11-14 13:21:48, 636 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე GORBI-ს კვლევაზე - ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ენმ-ის გაერთიანებული რეიტინგი 20%-ია
დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20% და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ამ კვლევების თანახმად ბარიერის გადალახვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კვლევები ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება და "სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას". „ამიტომ მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება - რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თუ როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე არაფერი ყოფილა. აქედან ჩანს, თუ როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს. ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი ამ 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა იმის საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. პირიქით, სწორედ ხალხის სიბრძნის გამო მოგვენიჭება 15 დეკემბერს საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა ხალხს და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



