|
2023-11-14 09:10:53, 751 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ოპოზიციაზე - სტატუსზე რეკომენდაციის გაცემიდან მალევე ჩამოიშალნენ - ეს მათთვის „წარუმატებლობის საგაა“
სტატუსზე რეკომენდაციის გაცემიდან მალევე აბსოლუტურად ჩამოიშალნენ. ეს არის მათთვის, შეიძლება ასე დავარქვათ, "წარუმატებლობის საგა“. ვინც პარლამენტში შევიდოდა, პუფებს რომ ეძახდნენ - იქიდან დაწყებული დღემდე, რა გზა გაიარა ოპოზიციამ, დეგრადაციის და ნულს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვების, წარუმატებლობის გზა - ამაზე შეიძლება დიდხანს ვიმსჯელოთ, არ ღირან დიდხანს სამსჯელოდ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილი ფიქრობს, რომ "ოპოზიციამ მოახდინა ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რათა გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ და თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში". „ერთი რაღაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ და ვთქვათ, ის რაც საზოგადოებამ არაჩვეულებრივად დაინახა, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ დღე და ღამე ევროპის დედაქალაქებში, იხვეწებოდნენ, რომ საქართველოს არ მიეღო ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსი. ე.ი. საქართველოს არ მიეღო სტატუსი იმისთვის, რომ გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება. ჯერ იყო ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რომ გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, რომ საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ, თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და რა გეგმებიც საკუთარ მრუდე დღის წესრიგში აქვთ ამ პარტიებს, ის გეგმები განეხორციელებინათ. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩამოეშალათ, დაენგრათ. მოხდა მათი ლუსტრირება, მოხდა მათი ჭეშმარიტი სახის კიდევ ერთხელ კარგად გამოაშკარავება და დღეს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ პოლიტიკურ პაექრობაში "ქართულ ოცნებას" რამე სახით დაუპირისპირდნენ",- განაცხადა მათიკაშვილმა POS TV-ის ეთერში.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



