|
2023-11-13 12:17:50, 763 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური საარჩევნო ბარიერის დაწევაზე - საკითხი დახურულია, მსჯელობა აღარ გაიმართება
ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბარიერის დაწევის შემთხვევაში, "რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტი პოლიგონად გადააქციოს". "საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით - არასდროს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ანგაჟირებულ საკითხებზე, რაც თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად... 2022 წელს, ბატონი კობახიძის მიერ დასახელებული იქნა კონკრეტული გარემოებები, რომლის შედეგად შეიძლებოდა საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ არამცთუ დეპოლარიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი რადიკალმა ჯგუფებმა, პირიქით, გააჩაღეს პოლარიზაცია. არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო... ეს ადამიანები, ვინც "მოლოტოვის კოქტეილებით" დარბოდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ჩვენ გავუღოთ კარები და ოფიციალურად შემოვუშვათ პარლამენტში, რომ "მოლოტოვის კოქტეილები" ისროლონ სხდომათა დარბაზში. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება",- განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, 2022 წელს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებდა კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდებოდა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



