|
2023-11-10 14:59:46, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა კირბალზე - შევადგინეთ რეზოლუცია, რომ პარლამენტს ჰქონდეს რეაგირება საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე
ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აამოქმედოს. „6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო 2018 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიიღოს ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა იმისთვის, რომ საქართველომ გაატაროს დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



