|
2023-11-09 10:20:56, 920 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა კირბალზე - მივმართავ ევროპარლამენტს, მომხდართან დაკავშირებით გამართოს დებატები და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია
მივმართავ ევროპარლამენტს, გამართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ კირბალთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ფოტიფამ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე ისაუბრა. "6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია", - განაცხადა ფოტიგამ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



