|
2023-11-07 20:38:46, 948 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ცალკეულ მიდგომებს ვერ დავეთანხმები
მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, არსებულ სიტუაციაში, პარტიას სჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე. "როგორც დაგპირდით, ვიწყებ ჩემი მოსაზრებების გამოქვეყნებას მომავლის ხედვებზე. ამ დღეებში ბევრი კამათია პარტიის ერთიანობაზე. მათ შორის, ბევრი კითხვა ისმება ჩემს დამოკიდებულებაზე ცალკეული ადამიანების მიმართ. მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს. მე ვარ შიდა პარტიული დებატების მომხრე, რაც ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მხარე. დებატები საქმეზე არის ის, რაც აცოცხლებს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებატების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი რევიზიის მცდელობა ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია. ახლა ჩვენ, არსებულ სიტუაციაში, როგორც არასდროს გვჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე. ევროპა უკრაინის გმირობის და ტრაგედიის ფონზე გვაძლევს შანსს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ქვეყანა პრაქტიკულად ოკუპირებულია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ხალხს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, მათ მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ სტატუსთან მიმართებაში. ამიტომ, დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია", - წერს სააკაშვილი.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



