|
2023-10-31 13:47:38, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - მსოფლიოში, ალბათ, რთულად მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული
მიხეილ სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მე მგონი, მსოფლიოში, ალბათ, რთულად მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, განცხადებები ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სუბიექტურ აღქმებს უკავშირდება. "ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასდროს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი, ამ შემთხვევაში საუბრობს სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მე მგონი, მსოფლიოში, ალბათ, რთულად მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული",- ამბობს ბრეგაძე. მინისტრის თქმით, სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველია. "ამ ადამიანს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს. თუკი, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე არის მათი ლიდერი, მათი მთავარი წარმმართველი ძალა და ა.შ. ისინი თავად აღიარებენ ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველი... სააკაშვილს ისევე, როგორც ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ სხვა პირს, აქვს გამოხატვის თავისუფლება და სასამართლო პროცესზე რას იტყვის, მისი გადასაწყვეტია. თუ ის ვინმეს მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისკენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონდარღვევა. დანარჩენი - რა პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ამით კიდევ ერთხელ ჩნდება "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე, როგორც არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალის",- აცხადებს ბრეგაძე.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



