|
2023-10-30 18:31:33, 793 ნახვა
პოლიტიკა
ბერაია დავითაშვილის პუტინთან ერთად ბანკეტზე - G20-ის სამიტზე ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი
ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას თქმით, დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტამდე, შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა. "ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული. მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი", - განაცხადა ბერაიამ. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში "სარტყლისა და გზის" ფორუმის ფარგლებში გამრთულ ღონისძიებს დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



