|
2023-10-30 13:25:54, 750 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ, საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში, პრეზიდენტმა უპასუხა: "ხუთი წელია, რაც პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი ვერანაირი ფორმალური შეხვედრის ან სატელეფონო საუბრის გამართვა ჩემს დონეზე, პრეზიდენტთან ან ვიცე-პრეზიდენტთან. მესმის, რომ ამაზე უფრო სასწრაფო საკითხებიც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო აქტიურად საჯაროდ თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ამაზე საუბრობს აშშ, თუმცა ამის უმაღლეს დონეზე გახმოვანება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის... ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის. EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



