|
2023-10-21 17:00:48, 800 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ლუსტრაციას აკეთებს, რომ რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა“. „ვნახეთ, რომ გამოძიების ფარგლებში უშიშროების სამსახურმა კონკრეტული ინფორმაცია მოგვცა. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერ ასეთ მკაფიო რეკომენდაციას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული კანონში ეს შესწორებები, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპის ადამიანთა უფლებების მაღალ სტანდარტთან. პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აზრს არაფრად აგდებს და იმ რევოლუციური სცენარის მიმდევრების კვალში დგას, რომელიც ვიცით, რატომ ხდებოდა ის ტრენინგები, მთელი რიგი ის მოვლენები, რომელიც საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარის განვითარებას უნდა მოხმარებოდა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული. „ვეტო რა თქმა უნდა დაიძლევა. ჯერ მოვისმენთ ვეტოს არგუმენტაციას იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვეტო იყო დადებული დავინახეთ, რომ პარლამენტში ამ ვეტოს არგუმენტირებული ახსნა ვერ მოხერხდა ვერც ერთხელ სამართლებრივად. ყოველთვის იყო პოლიტიკური განცხადება და არა არგუმენტირებული, სამართლებრივი დასაბუთება. ანალოგიური ვითარება გვექნება ახლაც. გამომდინარე იქიდან ვეტო იქნება დაძლეული“,- დასძინა ქადაგიშვილმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



