|
2023-10-20 00:00:22, 1000 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე - ჩემთვის მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია
ჩემთვის მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გადავიდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა. ის რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა პოლიტიკური ლეგიტიმაცია დღეს მას აქვს ყველაზე დაბალი, რაც კი ჰქონია პრეზიდენტობის პერიოდში იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად გადადგა ნაბიჯები, რომელმაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაარღვია კონსტიტუცია, გახდა იმპიჩმენტის სუბიექტი და სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დამრღვევად“. მისივე თქმით, „რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, იმდენად ნათელია რომ ეს დარღვევა მოხდა და ძალიან ცუდია ეს ქვეყნისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრად უფრო უარესი იქნებოდა ამ ყველაფრის იგნორირება და ამაზე თვალის დახუჭვა“. „ჩამოვწეროთ რა გააკეთა ამ ხალხმა, ვინც ჩვენ პრორუსობაში და რუსული საქმის კეთებაში გვადანაშაულებს. ეს ხომ უსინდისობაა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება რუსული საქმის კეთებაში დაადანაშაულო. მოდით ჩამოვთვალოთ ვისთან დგას ქალბატონი პრეზიდენტი. გავარკვიოთ, ვის ბრალდებებს იმეორებს-კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის პერიოდშიც, თუ რამე გახსენდებათ ინსტიტუციური წინსვლა ევროკავშირთან მიმართებით მითხარით და მოვიწონებ ამ ყველაფერს და მადლობასაც გადავიხდი, მაგრამ მე არ მახსენდება რაიმე აღიარებული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. პირიქით, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები იყო და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. მედია- აქ, თქვენს ტელევიზიაში იყო რეიდი და ჟურნალისტები ისხდნენ ციხეში თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. ტერორში იყო ბიზნესი, ხალხი ღამით დადიოდა პროკურატურაში და საკუთარი მშობლების დატოვებულ, თავის შექმნილ ბიზნესებს ჩუქნიდა სახელმწიფოს. პოლიტიკოსები ისხდნენ ციხეში, იყო წამება, ადამიანების დამცირება და იყო აბსოლუტური მონოპოლია ძალაუფლებაზე. ეს არის ზუსტად ანტიევროპული საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)