|
2023-10-19 13:00:26, 722 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილს თუ ვინმე შემორჩენია რჩევის მიმცემი, ურჩიონ - არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის პანდორას ყუთი
სალომე ზურაბიშვილს თუკი ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, ქართველი იქნება თუ უცხოელი მრჩეველი, ვისაც უჯერებს, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის პანდორას ყუთი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა, პირად მოგზაურობას წარმოადგენს და მასზე "ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს". "რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი ნაწილი თუ ასე შემდეგ, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია. თუმცა, შეიძლება, ითქვას ერთი რამ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის, თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას და ის ვერ იქნება ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ასეთი მოგზაურობის ნებისმიერი ხარჯი გაწეული უნდა იყოს კერძო თანხებიდან. ამას ნაწილობრივ თავად ზურაბიშვილიც ადასტურებდა იმით, რომ ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, როგორც თავად განაცხადა. ამიტომ, ასეთი ვიზიტის დროს დახარჯული ნებისმიერი თეთრი იქნება უკანონო ხარჯვა და რა თქმა უნდა, ამაზე, როგორც სხვა დროს, არის ხოლმე რეაგირება. მანამდე თუკი შეეძლო, ეთქვა, რომ გაურკვეველი სიტუაცია იყო მისთვის და ეგონა, რომ ეს ოფიციალური ვიზიტები იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა არ ჰქონდა, 16 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, ეს არის საბოლოო სიტყვა, რომ ასეთი თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა არის პირადი მოგზაურობა და მასზე ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს. ამას აქვს მეორე განზომილებაც. ამიტომ ერთი, რომ მოვუწოდებ, თუკი მას ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი მრჩეველი, ვისაც ის უჯერებს, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის ეს პანდორას ყუთი", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



