|
2023-10-18 14:09:54, 686 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრინციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, იმ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება
პრიციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, იმ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება - ეს იყო მაშინ ჩვენი მოტივაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "ზურაბიშვილმა იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში". როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს, სალომე ზურაბიშვილმა "ასევე უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, მაშინ მმართველმა გუნდმა არ აღძრა იმპიჩმენტის პროცედურა". "ჩვენ გვქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცეები, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, შეიწყალა კრიმინალები, ვისაც ეშინოდა თავის დროზე, მის ამომრჩეველს. ამის შემდეგ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა ეს იმედები არ გაამართლა. ახლა იყო თუ არა ამის დრო, აქ ბორელის განცხადებები იყო ნახსენები. გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე დავტოვეთ რეაგირების გარეშე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, შარშან, 2022 წელს, მან ასევე დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ, აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ის უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა, მაშინ არ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ როდესაც უკვე ამ დარღვევამ მიიღო სისტემატური და სისტემური ხასიათი, ჩვენ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს, არამედ, უპირისპირდებოდა სწორედ ევროინტეგრაციის ინტერესს. დღეს ის არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. თქვენ იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა, მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ზუსტად იგივ სულისკვეთებით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ეს იყო ის დრო, როცა ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაგირება მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და კონსტიტუციური წესრიგის მიღმა გასვლის მცდელობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



