|
2023-10-17 13:45:01, 600 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - გვიწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მშვიდობას საფრთხე შეუქმნას, არის მიუღებელი
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამხარაძემ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს. მისი თქმით, შეიარაღებული დაპირისპირების არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. „ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვართ „ჰამასის“ მიერ ბარბაროსული და არაადამიანური თავდასხმით ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა და ამ ტერორისტულ აქტს იცით, რომ შეეწირა 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. რასაკვირველია, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით ისედაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენს უშუალო მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც ჯერ არ მიუღწევიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაპირისპირების პოტენციალი და კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალი იქაც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ და ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს და თითქმის ბოლო ერთი წლის მანძილზე გვიწევს იმის მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მშვიდობას საფრთხე შეუქმნას არის მიუღებელი და უბრალოდ დამანგრეველი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



