|
2023-10-13 16:36:01, 923 ნახვა
პოლიტიკა
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლოდინი გვაქვს, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ევროკომისიის ანგარიშში მალე აისახება
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროგრესი მალე აისახება ევროკომისიის ანგარიშში, - ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარია გაბრიელის თქმით, ბულგარეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მკაფიო მხარდამჭერია. „მინდა, დავადასტურო ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროგრესი მალე აისახება ევროკომისიის ანგარიშში. მნიშვნელოვანია, ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, არის ის, რომ საქართველოსა და ბულგარეთს საერთო ინტერესი აკავშირებს და ეს არის დაკავშირებადობა. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლების, კულტურის სფეროებში. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის, დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა და მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, განაგრძონ საჭირო რეფორმები, რათა უმოკლეს დროში საქართველომ მიიღოს თავისი ძალისხმევის აღიარება. ქართველ ხალხს წარმატებას ვუსურვებ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ“, - განაცხადა მარია გაბრიელმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



