|
2023-10-12 16:32:14, 955 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის ელჩი - „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ცივილიზებულ სამყაროს სჯერა
პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, "რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა". მისივე თქმით, „ჰამასი“ არის "არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია", რომელიც საქართველომ უნდა დაგმოს. „ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრ ადგილას, თბილისში, ბათუმში განათებული იყო შენობები ებრაული დროშით. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ იმისთვის, რასაც აკეთებს. ეს არის არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ტყვედ არიან ჩავარდნილები“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



