|
2023-10-09 13:32:07, 689 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
"თიბისის" და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას თიბისის მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება "თიბისის" ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება. ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ვრცელდება ასევე "თიბისის" სტუდენტის ბარათის მფლობელებისთვისაც. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა. "თიბისისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, შესაბამისად მათზე მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)