|
2023-10-09 10:58:37, 672 ნახვა
საზოგადოება
CSRDG-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის პარტნიორია ბაზისბანკი
ბაზისბანკთან პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" გახდა. ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" 2002 წელს დაარსდა შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი, რომელთა ფარგლებშიც გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasionable), რომლის მიზანიც შშმ პირთა პროდუქციის დამკვიდრებაა ქართულ ბაზარზე. მოზიდული გრანტის მეშვეობით, საწარმო გეგმავს, ხელი შეუწყოს შშმ პირთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მდგრადობას და ასევე, შრომით ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)