|
2023-10-07 12:54:45, 781 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს წიგნები გადასცა
„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გადაეცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს: სოფელი რუხის საჯარო სკოლა, სოფელ რიყის საჯარი სკოლა და სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა. „პროექტი ერთი წელი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული“,- ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)