|
2023-10-07 12:39:16, 835 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თავდაცვის კოდექსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების ხელმძღვანელებისთვის თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო. "მან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. პრეზენტაციას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ - მაიორი ჯონი ტატუნაშვილიც ესწრებოდა. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)