20:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 16:31:33, 756 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ კონფერენციას - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“ უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დანიის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედმა მდივანმა, პერნილ ვედსგაარდ ლანგებერგმა გახსნეს.

„ისინი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურად მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში დანიის სამეფოს გაწეული დახმარება.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებს ქართველი და დანიელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოსა და დანიის სახელმწიფოების ურთიერთობის დინამიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, გლობალური და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდიან და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს პატარა ქვეყნების პერსპექტივის ჭრილში გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის განმავლობაში თემატური და პანელური დისკუსიებიც წარიმართება, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics