|
2023-10-06 14:21:09, 828 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დავით წითლიძემ და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა გახსნეს. „დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული ფორუმი სოფლის მეურნეობის წარმოების ჯაჭვის მონაწილეებს შორის კავშირების გამყარების აუცილებლობის მნიშვნელობას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დარგობრივი ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთო გამოწვევებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვა-გადაწყვეტას ითვალისწინებს. ღონისძიება გაერთიანება „აგროსერვისის“ ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)