|
2023-10-06 13:12:01, 660 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა, ეს იქნება განაჩენი
პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა, ეს იქნება განაჩენი მის ქცევასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში შეძლო ის, რომ საქართველოში ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც კონსტიტუციას შეეხება. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამ საქმეზე დისკუსიის დროს ვიხილეთ, რომ ცალ მხარეს, კერძოდ იმ მხარეს,რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, ხოლო მეორე მხარეს თვითშემოქმედებითი აზრი, „ენჯეოშნიკური“ იურისპრუდენცია, რომელსაც კონსტიტუციასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს, მგონი, ნათლად ნახა ყველამ სამი დღის განმავლობაში არგუმენტების სიღრმის და ასევე იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. ჩემთვის პირადად ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, თუ რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვიანიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება სასამართლო აქტი, რომელსაც მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. რაც შეხება შემდეგ პროცესს და პარლამენტში პოლიტიკურ ნაწილს, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიების გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ვფიქრობთ, ამ დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს, ამიტომ, იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტთან, არ გვაქვს. ამავე დროს, იმედი გვაქვს, მაინც გარკვეულწილმა კეთილსინდისიერებამ ვიღაცაში მაინც იმუშაოს. საბოლოოდ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია რას იტყვის სასამართლო. პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



