|
2023-10-06 12:29:18, 833 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტო - „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა
შპს "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში" უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. „აღსანიშნავია, რომ "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს", ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა“,- აღნიშნულია რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)