|
2023-10-05 13:56:07, 761 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პოლიტიკოსებს, რომლებიც აპარატს წარმოადგენენ, შეუძლიათ კომენტარი მისცენ სადაც უნდათ, თუმცა არა წევრებისთვის გამოყოფილ სივრცეში
ჟურნალისტებს არაფერი არ ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან - ესეც ცალკე ანომალიაა, რომ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გვყავს პოლიტიკური ლიდერები. მათ შეუძლიათ მისცენ კომენტარი სადმე სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებისთვის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შეზღუდვის დაწესება ხდება, "მორიგი დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება". „საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესს აპარატის თანამშრომლებისთვის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად „ლელოს", „საქართველოსთვის" ჰყავთ პარტიის წევრები გაფორმებული აპარატში და ხელფასს იხდიან აპარატიდან, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, რომ აპარატში პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავდეთ, თუმცა როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, რომ არ იშლიან და პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ბრიფინგის ადგილებში დგანან და კომენტარს აძლევენ ჟურნალისტებს. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააფრთხილა, როგორც ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, ისე თავად ის პირები, თუმცა აგდებულად ეკიდებიან აპარატს, ამბობენ, რომ მათ არავინ არ ეკითხება, სად დადგრბიან და ასე შემდეგ. ეს წესი შემოდის, ვინაიდან თუ უნდათ დეპუტატობა ბატონ სერგო ჩიხლაძეს და ბატონ ბერდია სიჭინავას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდნენ დეპუტატები და ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშასთან და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. მანამდე პრობლემა არ არის ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი „ეგოები" და ტრიბუნასთან დგომის რაღაც ჭიის გახარება უნდა მოახდინოს ამა თუ იმ პარტიის წევრმა. მერე ხალხს ჰგონია, რომ ბატონები სერგო ჩიხლაძე და ბერდია სიჭინავა თუ სხვები, პარლამენტის წევრები არიან და შეიძლება სადმე მიდიან და ამით კიდევ თავს იწონებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მათ შორის, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავად ჟურნალისტებს, რომლებმაც იციან, რომ ის ადგილი არის მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვის, თუმცა ასე უხეშად, უტიფრად მაინც დგებიან ტრიბუნასთან. ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ ეს შინაგანაწესით არის მოწესრიგებული და თუკი, ისინი თავს თვლიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებად და ბიუჯეტიდან თუ უნდათ ხელფასის მიღება, დაემორჩილონ შინაგანაწესს, სხვა შემთხვევაში, დისციპლინური ზომები იქნება მიღებული მათ წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



