|
2023-10-05 11:41:35, 716 ნახვა
საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილ ოჯახებს სახლები გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი სახლების გასაღები დევნილთა, სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა გადასცეს. "ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. აღსანიშნავია რომ, ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს, 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ შესაძლებლობა სოფელ ძევერაში სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ. პროექტი - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)