|
2023-10-04 11:20:09, 800 ნახვა
პოლიტიკა
ტურავა - ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვდომოდა, სხდომას არ ჩავატარებდით
ჩვენ რომ გვდომებოდა, რამე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. როგორც ტურავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვის დაწყებამდე თქვა, საკონსტიტუციო სასამართლო ორივე მხარის პოზიციას მოისმენს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას. "ჩვენ რომ გვდომებოდა, რამე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახა არც წარდგინების ავტორები, არც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და საჯაროდ ჩავატარეთ ეს პროცესი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებულები. აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვართ. ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვღებულობთ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კონსტიტუციის შესაბამისი. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც მისი წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. ეს არის თქვენი მცდარი განცდები. შესაბამისად, როდესაც დასრულდება პროცესი და მოვუსმენთ ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ტურავამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება პრეზიდენტი. მან სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



