|
2023-10-03 10:28:36, 625 ნახვა
საზოგადოება
მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FAO-ს საგრანტო პროექტს იწყებს
ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო პროექტს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. კვლევითი ცენტრის ცნობით, პროექტი „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში, in-situ და ex-situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ 4 წლიანია და ის საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. „პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს კულტურებისთვის მინდვრის ცდების მოწყობას, რომლის შედეგებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში (EURISCO) აიტვირთება. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მორფოლოგიური, აგროსამეურნეო და საპასპორტო მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნეობების პირობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მცენარეთა ხანგრძლივი ex-situ კონსერვაციისთვის დანერგილი იქნება ხარისხის მართვის სისტემა და ეროვნული პროტოკოლები, ფერმერულ მეურნეობებს გადაეცემათ ტრადიციული ჯიშების სათესლე მასალა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფერმერებისთვის სამუშაო შეხვედრების, მინდვრის დღეების, ონლაინ ვებინარებისა და გამოფენა-გაყიდვის მოწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)