|
2023-10-03 10:23:50, 623 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის, ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა. „ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირველი შეხვედრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უწყების წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და პოლიციის აკადემია, სადაც შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)