|
2023-10-02 21:17:23, 739 ნახვა
საზოგადოება
სუს-ში გამოკითხვაზე ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“-ს კიდევ ერთი წევრი დაიბარეს
ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“ წევრი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც USAID-ის ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნინო გოგიბერიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ის გამოკითხვაზე 315-ე მუხლით არის დაბარებული. "სუს-ი ორი კვირაა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს გადატრიალებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოჰკითხეს ჩემი სერბი კოლეგები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით [დამიბარეს]. როგორც მე განმემარტა, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული 315-ე მუხლით... მე მგონია, რომ ამას აქვს პროპაგანდის ხასიათი, მათ სურვილი აქვთ, შეაკოწიწონ და წარმოუდგენელი სცენარები ააწყონ, რომ ვიღაცები ტრენინგებს გადიან სახელმწიფო დამხობის საკითხებზე", - განაცხადა ნინო გოგიბერიძემ. ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)