|
2023-10-02 15:38:58, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები რუსული კანონის ნაირსახეობას წარმოადგენს
რუსული მთავრობის ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას, არის რუსული კანონი,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ხელისუფლებას ეშინია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოხატონ". „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟირების მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას ისევე, როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთოს, ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის ჩართულობის გარეშე, არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე",- აცხადებს ბოკუჩავა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



