22:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 18:21:59, 643 ნახვა

საზოგადოება
მერია - თამარ მეფის გამზირი N20-ში სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირი N20-ში მდებარე ხანძრის შედეგად დაზიანებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, გამაგრდა შენობის საძირკველი, მონოლითური ბეტონით მოეწყო სართულშუა გადახურვის ფილა, ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდა ფანჯრები და კარის ღიობები. ამასთან, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება.

აღნიშნულ  მისამართზე 28 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობას ქირით ჰყავს უზრუნველყოფილი.

"პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი+“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 691 012 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, გივი ჩხრტიშვილთან და ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics