|
2023-09-29 13:42:40, 688 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი პრეზიდენტის ვიზიტებზე - რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა, მთავრობისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია
ზურაბიშვილს ანგარიში არ ჩაუბარებია არც მთავრობისთვის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საგარეო მიმართულებებს, არც პარლამენტისთვის და არც საზოგადოებისთვის. ყველას აინტერესებს, რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი "ბაქიბუქობს", როდესაც აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ამაში პირადადაა ჩართული. "სალომე ზურაბიშვილს ანგარიში არ ჩაუბარებია არც მთავრობისთვის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საგარეო მიმართულებებს, არც პარლამენტისთვის და არც საზოგადოებისთვის. ყველას აინტერესებს, რა ჩაიტანა და რით ჩამოვიდა იმიტომ, რომ ეს ბაქიბუქი, რაც მისგან მოვისმინეთ, რომ აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ იგია პირადად ამაში ჩართული და ევროპულ მომავალს არ მიატოვებს, ეს მაღალფარდოვანი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთადერთი საერთო ბრიფინგი ვიხილეთ მისი ვიზიტებიდან, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და გალანძღა საქართველო, როგორც კი შეეძლო. რა განცხადებას გააკეთებს თავის ვოიაჟებთან დაკავშირებით რა ფორმულით ჩავიდა, თუ იგივე სულელური ფორმულით ჩავიდა, რომელიც ეხება საზოგადოების და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნას და საზოგადოებისათვის სტატუსის მოთხოვნას, რა საკვირველია, ეს მავნებლურია და რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია",- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს, ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა.
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)