|
2023-09-29 13:35:17, 695 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ზაფხულისთვის თემქის ხევის პარკი დასრულებული იქნება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი, საქალაქო მნიშვნელობის პარკი 25 ჰექტარზე ეწყობა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. „თემქის ხევი იყო ჭაობი. ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში - სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა. დაახლოებით 25 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტის ფარგლებში ყველანაირი სივრცე მოეწყობა - სპორტული, დასვენების, გართობის ზონები, ძალიან მაგარი სკეიტ პარკი კეთდება, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ასევე გათვალისწინებულია ორი საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გაზაფხულზე გამწვანების კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ვფიქრობთ, ზაფხულისთვის პროექტი მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. უწყების ცნობითვე, ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე. პარკის ტერიტორიაზე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები, ასევე ორი საფეხმავლო ხიდი ეწყობა, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარე მიკრორაონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამის პარალელურად მიმდინარეობს გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით შეიცვალა. ამ დროისთვის დასრულებულია ორივე ტბის, სანიაღვრე სისტემის, სკეიტ პარკისა და ახალი კოლექტორის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყო საფეხმავლო გვირაბი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 39 280 534 ლარს შეადგენს.
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



