|
2023-09-29 12:00:07, 792 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით „აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ ჩატარდა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ირიგაციასა და ფერტიგაციის საკითხები, მონაწილეები გაეცნენ სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც ვეგეტაციის, აზოტისა და წყლის შემცველობის ინდექსებზე დაკვირვებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაეცნოთ და გასაუბრებოდნენ აგროსექტორის წარმომადგენლებს, მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ და მიიღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრომიმართულების მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესის წახალისებაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მიზანიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის აგრო სფეროში ტექნოლოგიური გამოწვევების და თანამედროვე გადაწყვეტების გაცნობაა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა „საქართველოს ბანკის“ აგრო ბროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)