|
2023-09-29 10:05:59, 686 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ახალი აღჭურვილობა გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. "საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკური საშუალებები საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსდება და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებასა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით. აღჭურვილობის გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების - “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)” და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში განხორციელდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)