|
2023-09-28 15:12:13, 595 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს, არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული
მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს, არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, საკუთარ ოჯახს კერძო მიზნებისთვის ფრენის ხარჯები მიზანმიმართულად გადაახდევინა, რადგან წინა ხელისუფლებისგან განსხვავება ეჩვენებინა. "მე მანამდე არ მქონია საუბარი, არ ვთვლიდი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ, იმდენად პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში, არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასდროს ვიყენებთ ბიუჯეტს, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის გამეფებული აქ, როდესაც საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)