|
2023-09-28 13:35:49, 685 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე ლონდონში, აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა სახელმწიფოთა შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. „შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) დირექტორის პირველი მოადგილე ერიკ პიტერსონი. ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)