|
2023-09-28 11:16:26, 659 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. "ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ. დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობები 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 7 000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)