23:49 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 15:12:37, 876 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - იმედი მაქვს, ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ენგურის ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც ერთად გადავალთ

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა. 

იოსელიანის განცხადებით, სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

მე იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც და იქიდან ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის დარღვეული“,- განაცხადა ენგურის ხიდთან მყოფმა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics