|
2023-09-27 13:54:48, 922 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება - იხილეთ პროგრამა
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, „თბილისობა“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სამ ლოკაციაზე გაიმართება. კალაძის თქმით, ღონისძიებები 12:00 საათიდან 22:00 საათამდეა დაგეგმილი - რიყის პარკში იქნება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები, ინსტალაციები. ამავე ადგილზე 30-ში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს მიუზიკლი. ორბელიანის მოედანზე კი, იქნება კვებისა და ტკბილეულის ზონები, საბავშვო ღონისძიებები, თეატრალიზებული პერფორმანსი და სხვა. ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე იქნება მუსიკალური ღონისძიებები. აბანოთუბანში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“. რიყის პარკი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი 12:00 - 22:00
30 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები
1-ელი ოქტომბერი - საბავშვო კონცერტები
30 სექტემბერი
1-ელი ოქტომბერი
ორბელიანის მოედანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი 12:00 - 22:00
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ: 30 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
30 სექტემბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა
30 სექტემბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა
1-ელი ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
1-ელი ოქტომბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა
1-ელი ოქტომბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა
აბანოთუბანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი
30 სექტემბერი - სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: გენო ნადირაშვილი, პროექტ "რანინას" მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია), ანსამბლი "ირიაო", ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი "იალონი", ნანი ბრეგვაძე, ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი "მგზავრები", მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)